воскресенье, 28 февраля 2016 г.

მეხუთე დღე

გეგმა დავხვეწე,გავეცანი საავტორო უფლებებს, რომლის დაცვით გადმოვწერე ინფორმაცია,ვისწავლე პრეზენტაციის გაფორმება,დიაგრამის ჩასმა, ცხრილის ჩასმა,სმარტ არტის ჩასმა, ვიდეოს ჩასმა
ვისწავლე Youtube-დან ვიდეოს ჩამოტვირთვა
გავეცანი დოკუმენტების გაზიარებას და შევავსე ელ ცხრილი.

суббота, 27 февраля 2016 г.

მეოთხე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები, შევუთავსე კითხვები მიზნებს,შევიმუშავე შეფასების დროის ჩარჩო, განვაახლე ინფორმაცია დისკზე, გავეცანი ეფექტური პრეზენტაციის მოთხოვნებს,შევქმენი პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.




воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე

 მოვიძიე და გადმოვწერე სტანდარტები, რომელიც მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას. შევიმუშავე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და მოვარგე ჩემი პროექტის გეგმას, გავეცანი საკვანძო კითხვებს და მოვარგე ჩემს პროექტს, განვაახლე დისკზზე ინფორმაცია. მომეწონა ის რომ კითხვების ასეთი სახით დასმა სიახლეა ჩემთვის, გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში ზოგად და თემატურ კითხვებსაც.

воскресенье, 14 февраля 2016 г.

მეორე დღე

გავეცანი კონკიას რესურსებს, მომეწონა პრეზენტაცია, გავეცანი პროექტის მახასიათებლებს. ვისწავლე ბროშურის შექმნა, რასაც გამოვიყენებ სასწავლო პროცესში.დავიწყე პროექტის გეგმის წერა, დამაინტერესა პროექტით სწავლებამ, მსურს გამოვიყენო პრაქტიკაში.

суббота, 13 февраля 2016 г.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას. გავეცანი პროექტების ნიმუშებს, გავიგე სიახლეები, რომლებიც საინტერესოა და შევეცდები დავნერგო პრაქტიკაში, მაგრამ ვერ შევქმენი ბლოგი და მიხდება რეფლექსიის ვორდში დაწერა.