სსიპ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის
საჯარო სკოლა
საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრა
უფროსი მასწავლებელი: ლეილა დევაძე
თავისუფალი გაკვეთილები, როგორც გეოგრაფიის
სწავლების ხელშემწყობი პირობა
ნაშრომი წარმოდგენილია შეფასების ჯგუფისათვის
ბათუმი
2018 წ
შინაარსი
1. ანოტაცია
2. შესავალი
3. კვლევა- თავისუფალი გაკვეთილები, როგორც გეოგრაფიის
სწავლების ხელშემწყობი პირობა
4. დასკვნები
და რეკომენდაციები
5. რეფლექსია
6. გამოყენებული ლიტერატურა
7. დანართი 1. პროექტი თავისუფალი გაკვეთილები/მიმართულება
-
ინტელექტუალურ- შემეცნებითი/მოგზაურთა კლუბი
8. დანართი 2. პროექტისათვის შექმნილი რესურსი
ანოტაცია
თანამედროვე საგანმანათლებლო
სისტემაში სწავლება-სწავლის ხარისხის
ამაღლების
თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის
ამაღლება, ჩართულობა და მოსწავლის დამოუკიდებელ
შემსწავლელად
ჩამოყალიბება, მოსწავლეებში შემოქმედებითი,
ინოვაციური აზროვნების, გუნდური
მუშაობისა
და ლიდერის უნარების გამომუშავება. სწორედ ამ მიზნით ტარდება
თავისუფალი გაკვეთილები, რომელიც ,ახალი ფორმატის, ახალი სტილის
გაკვეთილებია,
მისი შინაარსი
და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური
საგაკვეთილო პროცესისაგან, არ
ითვალისწინებს საშინაო დავალებების
მომზადებას, მოსწავლის
შეფასებას და
მოსწავლეებს და მასწავლებლებს
შემოქმედებითი აქტივობების
და იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.
საკვლევი
თემის „თავისუფალი გაკვეთილები, როგორც გეოგრაფიის სწავლების
ხელშემწყობი
პირობა“ მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ მოქმედებს
თავისუფალი
გაკვეთილები
მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლის ხარისხზე. კერძოდ, როგორ
უწყობს ხელს
მოსწავლეთა ჩართულობას გეოგრაფიის შესწავლაში და მათი
აკადემიური მოსწრების ამაღლებაში.
შესავალი
საკვლევ
თემად ავირჩიე „თავისუფალი გაკვეთილები, როგორც გეოგრაფიის
სწავლების ხელშემწყობი
პირობა“, ამ საკითხზე მუშაობის სურვილი გამიჩნდა
პროექტ „თავისუფალ
გაკვეთილებში“ მონაწილეობის დროს. ვატარებდი
თავისუფალ გაკვეთილებს
მიმართულებით ინტელექტუალურ-
შემეცნებითი/მოგზაურთა კლუბი. პროექტი გრძელდებოდა 2017 წლის მაისიდან
2017 წლის დეკემბრამდე.
ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული მაქვს
გაკვეთილები: „საქართველო- ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“,
ჩემი თვალით დანახული
სქართველო,
მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მოგზაურობა დასავლეთ
ევროპაში, მოგზაურობა ცენტრალურ ევროპაში, მოგზაურობა სამხრეთ ევროპაში,
მოგზაურობა
აზიაში, მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკაში, მოგზაურობა სამხრეთ
ამერიკაში,
ვიქტორინა-კონკურსები: რა იცი საქართველოს შესახებ? რა იცი
საქართველოს
მეზობელი ქვეყნების შესახებ? ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს?
ინტელექტუალური
თამაში-იღბლიანი ბორბალი, შეჯიბრი-ვინ სწრაფად, ვინ უკეთ-
დაუსწრებელი
მოგზაურობა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე. (იხ. დანართი 1)
ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე თავისუფალი
გაკვეთილების ჩატარებით
დადებითად შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება, როგორც
საგნის მიმართ,
ასევე ჩემ მიმართ.
ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია და სწავლის ხარისხი.
თავისუფალი გაკვეთილები ხომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის
დანერგვისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მოსწავლეზე
ორიენტირებული
მიდგომა კი, უპირველესად, თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური
თავისებურებების, მისი ინტერესებისა და შესაძლებლობების
მაქსიმალურად
გათვალისწინებას ნიშნავს.
თავისუფალი
გაკვეთილის არსი თითქმის ყველა წამყვანი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ის არის,
რომ განუვითაროს მოსწავლეებს არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური უნარებიც, დააკმაყოფილოს
მათი ინტერესები, მისცეს თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის საშუალება და იმავდროულად
არჩევანის თავისუფლება. 21-ე საუკუნეში უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთება შეუძლია მოსწავლეს იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც აქვს, ვიდრე ინფორმაცია, რომელსაც ის ფლობს. ინფორმაციის ანალიზისა და შეფასების, არსებული ინფორმაციიდან ახალი იდეებისა და ახალი ცოდნის შექმნის უნარები, ყველაზე მნიშვნელოვანი უნარებია. ეს ახალი უნარები არ არის, მაგრამ 21-ე საუკუნეში მათზე მოთხოვნილება გაცილებით დიდია, ვიდრე ოდესმე. სწორედ
ამიტომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2016-2017 სასწავლო წლიდან დაიწყო „თავისუფალი გაკვეთილების“ ახალი პროექტი, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ზრდას, არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაფართოებას, საინტერესო და სახალისო სასკოლო ცხოვრებას შეუწყობს ხელს. აქტივობებისთვის, პროგრამის ფარგლებში, განისაზღვრა შემდეგი მიმართულებები:
სპორტული აქტივობები, წიგნიერების განვითარება, კულტურა/ხელოვნება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები. ჩვენ ავირჩიეთ
ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულება.
თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს -მოსწავლის
ინტერესებზე მორგებულ
კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების
მეთოდოლოგია
განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან, არ
ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას და
მოსწავლეებს და მასწავლებლებს შემოქმედებითი აქტივობის
და
იდეების რეალიზების საშუალებას აძლევს.საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „ თავისუფალი გაკვეთილი“ http://mes.gov.ge/content.php?id=7031&lang=geo
თავისუფალი გაკვეთილის დანერგვა ხელს შეუწყობს, მოსწავლეების ანალიტიკურ,
კრეატიულ, შემოქმედებით და ინოვაციურ აზროვნებას, გუნდური მუშაობისა და ლიდერის უნარების გამომუშავებას.
მთავარი
მოთხოვნა თავისუფალი გაკვეთილებისა მოსწავლეთა ჩართულობაა. სფეროებისა და
მეთოდოლოგიის არჩევის შესაძლებლობა, განმსაზღვრელი შეფასების არარსებობა და
აქცენტი განმავითარებელ უკუკავშირზე, მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე ორიენტირებული
სასკოლო გარემო უზრუნველყოფს ყოველგვარი ინტერესისა და შესაძლებლობის მოსწავლეთა ჩართვას.
მეორე
მთავარი მოთხოვნა იმას უკავშირდება, რამდენად უწყობს გაკვეთილი მოსწავლის
დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებას.
კვლევის
მიზანი
კვლევის მიზანი
იყო მოსწავლეთა დამოკიდებულების განსაზღვრა თავისუფალი გაკვეთილების მიმართ, თუ როგორ
მოქმედებს ასეთი ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლების ხარისხზე.
კვლევის
ამოცანები
არსებული
მიზნიდან გამომდინარე, დაისახა კვლევის შემდეგი ამოცანები:
1.
მოსწავლეების
გამოკვლევა, თუ რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ გაკვეთილებს
და რამდენად საინტერესოა მათთვის.
2.
გამოკითხვა
იმ მასწავლებლებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში. მიმართულება: კულტურა/ხელოვნება,
წიგნიერება, სპორტული აქტივობები.
კვლევის მეთოდები
კვლევის
მიზნის მიღწევისათვის შემუშავდა კვლევითი სტრატეგია, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
1.
რაოდენობრივი
კვლევა
2.
თვისობრივი
კვლევა
კვლევაში გამოყენებული მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა
წარმოდგენილი იქნა შემდეგი მახასათებლების მიხედვით:
·
სამიზნე ჯგუფის შერჩევა;
·
მონაცემთა დამუშავება;
·
კვლევის ეტაპები, მიმდინარეობა, შედეგების ანალიზი.
კვლევის მატერიალურ-ტექნიკური
ბაზა:
სსიპ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა, ინტერნეტრესურსები,
აჭარისწყლის საჯარო სკოლის სააქტო დარბაზი.
კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა:
ნაშრომში წამოდგენილი კვლევის ანალიზის შედეგები რეკომენდაციების სახით მოცემულია დასკვნით ნაწილში, რომლებიც ვფიქრობ სასარგებლო იქნება გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის, გეოგრაფიის სწავლებით, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებით დაინტერესებული პირებისათვის,
ნაშრომის სტრუქტურა:
ნაშრომი
შედგება შესავლის, ძირითადი ნაწილის, დასკვნების, რეკომენდაციების, რეფლექსიისა და
გამოყენებული ლიტერატურის სიისაგან.კვლევის პროცესში დავამუშავე ინტერნეტ რესურსები.
ჟურნალი მასწავლებელი.
კვლევა-თავისუფალი გაკვეთილები,
როგორც გეოგრაფიის სწავლების ხელშემწყობი პირობა.
კვლევა ჩატარდა ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლაში, აღნიშნული სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი,
მოსწავლეთა რაოდენობა არის 164. გამოკითხვა ჩაუტარდა პროექტში ჩართულ 40 მოსწავლეს და პროექტში მონაწილე სამ მასწავლებელს.
მოსწავლეებს დაურიგდათ
შემდეგი სახის კითხვარები:
1.
რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ
გაკვეთილებს?
·
ამაღლებს ცნობიერებას
·
ნაწილობრივ ამაღლებს ცნობიერებას
·
არ ამაღლებს ცნობიერებას
2.
რამდენად საინტერესო იყო
შენთვის თავისუფალი გაკვეთილები?
·
იყო საინტერესო
·
არ იყო საინტერესო
3. ყველაზე მეტად რა მოგეწონა
თავისუფალი გაკვეთილებიდან?
4. თავისუფალმა გაკვეთილებმა გაგიორმაგათ
თუ არა გეოგრაფიის სწავლის სურვილი?
·
კი
·
არა
5. ლაშქრობაზე (გვარას
ციხე) ყოფნის დროს, როცა იდექი VI-VII საუკუნის ციხის ნანგრევებზე, რა განცდა დაგეუფლა?
6. ექსკურსიიდან (სხალთის
სამონასტრო კომპლექსი) რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
7.ისურვებ თუ არა ანალოგიურ
გაკვეთილებს მომავალში?
·
კი
·
არა
8. ისურვებ თუ არა ანალოგიურ
გაკვეთილებს სხვა საგნებში?
·
კი
·
არა
1.რა მნიშვნელობა აქვს თავისუფალ გაკვეთილებს?
კვლევის შედეგად გამოკითხულთა 65% აღიარებს, რომ
თავისუფალი გაკვეთილების ჩატარებით აუმაღლდათ ცნობიერება და მოტივაცია, გაეცნონ და შეისწავლონ უფრო მეტი
ქვეყანა და იმოგზაურონ დედამიწის გარშემო არა დაუსწრებლად, არამედ რეალურად. გამოკითხულთა
25 %-ის აზრით თავისუფალი გაკვეთილები ნაწილობრივ უმაღლებს მოსწავლეს ცნობიერებას,
ხოლო გამოკითხულთა 10 %-ის აზრით ცნობიერების ამაღლება შესაძლებელია ჩვეულებრივ გაკვეთილზეც
და ამისთვის არაა საჭირო დამატებითი გაკვეთილები.
2.რამდენად საინტერესო იყო შენთვის თავისუფალი
გაკვეთილები?
ამ კითხვას გამოკითხულთა 88 % პასუხობს დადებითად, რომ გაკვეთილები იყო
საინტერესო, შეესაბამებოდა მათ მიზნებს, ინტერესებს და მასწავლებელი ბოლომდე
იხარჯებოდა, აკეთებდა შესაძლებლობის მაქსიმუმს. გამოკითხულთა 12 %-ის აზრით
საინტერესო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სხვადასხვა მედიარესურსებით,
კერძოდ, ტელევიზიით, ინტერნეტით.
3. ყველაზე მეტად რა მოგეწონა თავისუფალი გაკვეთილებიდან?
ყველაზე მეტი მოწონება
დაიმსახურა ექსკურსიამ, რასაც აღიარებს გამოკითხულთა
60 %, მოსწავლეებს არ უნდოდათ ექსკურსიის დასრულება.სხვადასხვა
ექსკურსიით
მოსწავლეები ეცნობიან
გარემოს, ბუნებას, ისტორიას. ექსკურსიამ
კიდევ უფრო დააახლოვა
მოსწავლეები და მასწავლებელი. სასკოლო ექსკურსიები
მნიშვნელოვანია კლასგარეშე
განათლებისათვის, რადგან ამგვარ ღონისძიებებზე
მოსწავლეებს სოციალური
და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც
უვითარდებათ.
გამოკითხულთა 15
%-ის აზრით მოწონება დაიმსახურა ინტელექტუალურმათამაშებმა. მოსწავლეებს
ძალიან მოეწონათ თამაში იღბლიანი ბორბალი. თამაშის
ჩატარების მიზნით მოსწავლეთა დახმარებით შეიქმნა
რესურსი,
(იხ.დანართი 2 ) რომელმაც შეიტანა სიხალისე მოსწავლეებში.
გამოკითხულთა 15
% უპირატესობას ანიჭებს ვიქტორინა კონკურსებს,რადგან
გამოავლინეს სწრაფვა გამარჯვებისაკენ, ხოლო- 10%
-ის აზრით მოწონებას
იმსახურებს სხვადასხვა საინტერესო თემები.
4.
კითხვაზე: გაგიორმაგდათ თუ არა
თავისუფალი გაკვეთილებით გეოგრაფიის სწავლის სურვილი? ასეთი პასუხი მივიღეთ:
პროექტის ფარგლებში გავეცანით სხვადასხვა
გეოგრაფიულ თემებს, ჩავატარეთ
ინტელექტუალური თამაშები-ვიქტორინები:
„როგორ ვიცნობ საქართველოს“,
„საქართველოს მეზობელი
ქვეყნები“, „იღბლიანი ბორბალი“, „იცნობ თუ არა
მსოფლიოს“, მოვაწყეთ
საექსკურსიო ტური „ისტორიული აჭარა“, ვეწვიეთ ზემო
აჭარაში სხალთის სამონასტრო კომპლექსს, ხიმშიაშვილის
სახლ-მუზეუმს, მოვაწყეთ ლაშქრობა გვარას ციხეზე, რომელიც მდებარეობს ჩვენი სკოლიდან
4 კმ მანძილზე ბუნებრივ შემაღლებულ ბორცვზე, რადგანაც მოსწავლეებს გამოკითხვის შედეგად
VI-VII საუკუნეებში აგებული ციხის შესახებ
გააჩნდათ მწირი ინფორმაცია, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი მონახულება და ისტორიულ-გეოგრაფიული
დანიშნულების შესწავლა.
პროექტის განხორციელებაში მოსწავლეები
აქტიურად იყვნენ ჩართულნი,
ხალისით ასრულებდნენ
დავალებებს, რადგან ყოველი დავალება შეესაბამებოდა მათ
ინტერესებსა და უნარებს. განხორციელებულმა პროექტმა
ხელი შეუწყო მოსწავლეთა
მოტივაციისა და ცნობიერების
ამაღლებას.პროექტში შეტანილი თემები იყო
გეოგრაფიული, მორგებული მოსწავლეთა მიზნებსა და ინტერესებს,
ამიტომაც
მოსწავლეთა უმრავლესობამ ამ კითხვას გასცა დადებითი
პასუხი.
მე-5 კითხვის ლაშქრობაზე
(გვარას ციხე) ყოფნის დროს, როცა იდექი VI-VII საუკუნის ციხის ნანგრევებზე,
რა განცდა დაგეუფლა?- პასუხების
ანალიზმა გვიჩვენა, რომ მოსწავლეებისათვის ლაშქრობა თუ ექსკურსია არის სახალისო, საინტერესო
და
იწვევს თითოეულ მათგანში
დადებით ემოციებს, ამასთან ერთად მოსწავლეთა
უმრავლესობამ აღიარა,რომ
იყო ამაყი ჩვენი კუთხის ისტორიული წარსულით.
მე-6. ექსკურსიიდან (სხალთის
სამონასტრო კომპლექსი) რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდი?
გამოკითხულ მოსწავლეთა
100 % ექსკურსიას აფასებს დადებითად. ექსკურსიამ
კიდევ უფრო დააახლოვა
მასწავლებელი და მოსწავლეები.მოსწავლეებს მოძიებული
ჰქონდათ ინფორმაცია
სხალთის სამონასტრო კომპლექსის შესახებ,ხიმშიაშვილის
სახლ-მუზეუმის შესახებ, მაგრამ ნანახი მაინც სულ
სხვაა. მოსწავლეები დარჩნენ
კმაყოფილები და ბედნიერები. ექსკურსიები მნიშვნელოვან
როლს ასრულებს
სასკოლო ცხოვრებაში.
7. ისურვებ თუ არა ანალოგიურ გაკვეთილებს მომავალში?
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით მოსწავლეთა
80% -ისთვის მისაღებია
თავისუფალი გაკვეთილები,
რადგან მათ მიიღეს მეტი ინფორმაცია სხვადასხვა
საკითხის ირგვლივ,შეიძინეს
მეტი ცოდნა გეოგრაფიაში, ეძლეოდათ
თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციის საშუალება და
იმავდროულად არჩევანის
თავისუფლება. პროექტის ფარგლებში გავეცანით საკუთარი
და საზღვარგარეთის
ქვეყნების კულტურულ
მრავალფეროვნებას, სხვადასხვა ეთნიკურ და სოციალურ
ჯგუფებს.ვიმოგზაურეთ დაუსწრებლად მსოფლიოს გარშემო.
სამოგზაურო ქვეყნები
შერჩეული იყო მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე.
კვლევის შედეგად გამოკითხულთა
60% თანახმაა ანალოგიური გაკვეთილების
ჩატარებისა სხვა საგნებში. მოსწავლეებმა დაასახელეს
სხვადასხვა საგანი
მასწავლებლისა და საგნისადმი მათი დამოკიდებულების
მიხედვით.
კითხვები პროექტში
მონაწილე მასწავლებლებისთვის
1 როგორი იყო მოსწავლეთა
სწრებადობა თავისუფალ გაკვეთილებზე?
·
არ იყო
სწრებადობა
·
იყო სრული
სწრებადობა
2 როგორი იყო მოსწავლეთა ჩართულობა?
·
ჩართული
იყო ყველა მოსწავლე
·
ჩართული
იყო მოსწავლეთა ნაწილი
3. როგორი იყო მოსწავლეთა მოტივაცია?
·
მაღალი
·
დაბალი
4. როგორი იყო მოსწავლეთა დამოკიდებულება თავისუფალი გაკვეთილების
მიმართ?
5.მოახდინა თუ არა თავისუფალმა გაკვეთილებმა მოსწავლეთა საერთო
ცოდნის დონის ამაღლება?
·
კი
·
არა
1.როგორი
იყო სწრებადობა თავისუფალ გაკვეთილებზე?
გამოკითხულ მასწავლებელთა აზრით მოსწავლეთა 80 % ესწრებოდა
თავისუფალ
გაკვეთილებს.
სწრებადობა შედარებით დაბალი იყო წიგნიერების მიმართულებით,
რადგანაც მოსწავლეებს
წინასწარ ეძლეოდათ წასაკითხად ის წიგნები,
რომელთა
განხილვაც უნდა მომხდარიყო გაკვეთილზე, მოსწავლეები
კი მოკლე დროში
წაკითხვას ვერ ასწრებდნენ. სწრებადობა მაღალი იყო სპორტულ
აქტივობებზე და
კულტურა/ხელოვნების
მიმართულებით.
გამოკითხულ მასწავლებელთა აზრით მოსწავლეთა უმრავლესობა
დაახლოებით 80 % ჩართული იყო საგაკვეთილო პროცესში.
გრძნობდნენ
პასუხისმგებლობას,
ხალისით მონაწილეობდნენ სხვადასხვა აქტივობებში, რადგან
მასწავლებელთა
მიერ გამოყენებული იყო მრავალფეროვანი საინტერესო, სახალისო
აქტივობები: გაკვეთილი-შეჯიბრი, გაკვეთილი-მოგზაურობა.
მოსწავლეებსაც ხომ
სიახლეები უყვართ
და ილტვიან მისკენ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ,
რომ მოსწავლეთა
ჩართულობა გამოიწვია მრავალფეროვანმა აქტივობებმა.
ჰქონდათ ახლის სწავლის სურვილი და ინტერესი, რადგან
ყოველი გაკვეთილი იყო
მოსწავლეზე
ორიენტირებული, ხდებოდა მოსწავლეთა ინტერესებისა
და
შესაძლებლობების
მაქსიმალურად გათვალისწინება.
4. როგორი იყო მოსწავლეთა
დამოკიდებულება თავისუფალი გაკვეთილების მიმართ?
მასწავლებელთა აზრით მოსწავლეთა უმრავლესობის დამოკიდებულება
თავისუფალი
გაკვეთილების მიმართ იყო კეთილგანწყობილი, გამოხატავდნენ
ინტერესს შესასწავლი
საკითხების მიმართ, იყვნენ უფრო გააქტიურებულები,
რადგან თავისუფალი
გაკვეთილები მოსწავლეებს მრავალმხრივ პერსპექტივას
სთავაზობს.
5. მოახდინა თუ არა თავისუფალმა
გაკვეთილებმა მოსწვლეთა საერთო ცოდნის დონის ამაღლება?
გამოკითხულ მასწავლებელთა აზრით, ამაღლდა მოსწავლეთა
საერთო ცოდნის
დონე, რადგან შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება როგორც
საგნების მიმართ,
ასევე , მასწავლებლების მიმართ. მოსწავლე ხედავს და
გრძნობს მომზადებულ,
აქტიურ მასწავლებელს,
რომელსაც ყოველ გაკვეთილზე შეაქვს სიახლე
და
მოსწავლეც იძულებულია ფეხი აუწყოს ამ სიახლეებს.
კვლევის შედეგები გავითვალისწინე მე-2 სემესტრის თემატური გეგმის შედგენისას. საგაკვეთილო თემების განსაზღვრისას გავითვალისწინე თავისუფალი გაკვეთილები და ჩავატარე ის გაკვეთილები, რომლებმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში. დაუსწრებელი მოგზაურობა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე, ინტელექტუალური თამაში -იღბლიანი ბორბალი, ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს.
დასკვნები და რეკომენდაციები
კვლევის შედეგად დავადგინე მოსწავლეთა დამოკიდებულება
თავისუფალი
გაკვეთილების მიმართ, რომ ასეთი ტიპის გაკვეთილები
ამაღლებს მოსწავლეთა
მოტივაციას, ცნობიერებას, სწავლის ხარისხს, რომ თავისუფალი გაკვეთილები მეტად
მნიშვნელოვანი და საინტერესოა მოსწავლეებისათვის,
რადგან ამ დროს ვითარდება
მოსწავლეთა
როგორც აკადემიური, ისე სოციალური უნარები,
იძლევა
თვითგამოხატვისა
და თვითრეალიზაციის საშუალებას და ამავდროულად
მოსწავლეებს
აძლევს არჩევანის თავისუფლებას. მოსწავლეები ხდებიან უფრო
კრეატიულები და შემოქმედებითები, იძლევა არაფორმალური
განათლების
შესაძლებლობების
გაფართოებას, ხელს უწყობს საინტერესო და სახალისო სასკოლო
ცხოვრებას.
ჩვენი მიზანია ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია, დავანახოთ მათ
საგნის
ღირებულება, გავუღვივოთ ინტერესი სწავლისადმი. ამის
მიღწევა კი შესაძლებელია
თავისუფალი
გაკვეთილებით, საწრეო თუ საკლუბო მუშაობებით, სხვადასხვა
ღონისძიებებით,
ნებისმიერი დამატებითი აქტივობებით. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იყო
ჩემთვის მოსწავლეთა დაინტერესება გეოგრაფიით, რასაც მივაღწიე გეოგრაფიული თემების შერჩევითა და განხილვით.
თავისუფალი გაკვეთილები რომ ვაქციოთ
ფორმალური განათლების შემადგენელ ნაწილად,
როგორც ზოგიერთ ქვეყანაშია მიღებული, ვფიქრობ უფრო რთული იქნება მუშაობა, რადგან კლასში გამოიყოფა სხვადასხვა ინტერესის
მქონე მოსწავლეები. უმჯობესი იქნება თუ თავისუფალ გაკვეთილებს ვაქცევთ საწრეო
თუ საკლუბო მუშაობის შემადგენელ ნაწილად, რადგან ერთ ჯგუფში გაერთიანდებიან საერთო
ინტერესის მქონე მოსწავლეები. ამის
აუცილებლობას ვხედავ იქედან გამომდინარე, რომ თავისუფალი გაკვეთილების ჩატარება მასწავლებლისაგან მოითხოვს საკმაო შრომას,
ამ შრომის ფინანსური უზრუნველყოფა
კი არ ხდება და რომ მასწავლებელს არ დაუქვეითდეს მოტივაცია.
რეფლექსია
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო
სკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა: თავისუფალი გაკვეთილები, როგორც გეოგრაფიის სწავლების
ხელშემწყობი პირობა.
კვლევის მიზანი იყო მოსწავლეთა
დამოკიდებულების განსაზღვრა თავისუფალი გაკვეთილების მიმართ, თუ როგორ მოქმედებს ასეთი
ტიპის გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციასა და სწავლების ხარისხზე.
თავისუფალ გაკვეთილებს ვატარებდი
2016-2017 სასწავლო წელს. კვლევა კი განვახორციელე მომდევნო სასწავლო წელს, რადგან საგრძნობი იყო მოსწავლეთა
დამოკიდებულების შეცვლა გეოგრაფიის საგნისადმი.
პროექტში ჩართულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა
გამოკითხვა ვაწარმოე წერილობითი ფორმით.
კვლევის შედეგები გავუზიარე კოლეგებს
სამუშაო შეხვედრაზე. რაც საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისათვის. დაინტერესდნენ შედეგებით
და გაუჩნდათ სურვილი აწარმოონ საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა. თემის არჩევა
მოხდება მათი პედაგოგიური საჭიროებიდან.
კოლეგებისგან მიღებული უკუკავშირი
იყო დადებითი. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა წინსვლის
აუცილებელი ფაქტორია. თუმცა ვფიქრობ,რომ რადგან ჩვენი სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი
უმჯობესი იქნებოდა ამ კვლევაში ჩამერთო მეზობელი საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. სტატიის ავტორი - მაია
ინასარიძე, თემის დასახელება - “თავისუფალი გაკვეთილის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება”, ჟურნალი „მასწავლებელი“ N2 2017 წ. საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრო
2. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - “თავისუფალი გაკვეთილი” http://mes.gov.ge/content.php?id=7031&lang=geo 02.03.2017 წ.
3. სტატიის ავტორი - www.ipress.ge - თემის დასახელება - “ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების
დანერგვა”
https://www.ipress.ge/new/46074-aleqsandre-jejelava-skolebshi-tavisufali-gakvetilebi-dainergeba 26.09.2016 წ.
4. სტატიის ავტორი - “ეტალონი”, თემის დასახელება - თავისუფალი გაკვეთილების სწორი ფორმულირება http://www.etaloni.ge/geo/main/index/1818 08.02.2017 წ.
დანართი 1
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
სკოლების საგრანტო დაფინანსების პროგრამისათვის
„თავისუფალი გაკვეთილები“
პროექტის წარმომდგენი
სკოლის სახელწოდება
|
სსიპ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის
სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა
|
||||||||
სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა
|
164 - სკოლა მდებარეობს
სოფელში
|
||||||||
პროექტის განმგახორციელებელი
პედაგოგი და მისი საკონტაქტო ინფორმაცია
|
|
||||||||
პროექტის წარმომდგენი
სკოლის დირექტორის ტელეფონი
|
577 30 42 50
|
||||||||
პროექტის წარმომდგენი
სკოლის ელ-ფოსტა
|
Achariswyalis.skola@gmail.com
|
||||||||
პროექტის წარმომდგენი
სკოლის
ის საიდენტიფიკაციო კოდი
|
248386777
|
||||||||
პროექტის სახელწოდება
|
თავისუფალი გაკვეთილები
|
||||||||
მიმართულება
|
ინტელექტუალურ- შემეცნებითი /მოგზაურთა კლუბი
|
||||||||
სამინისტროსგან
მოთხოვნილი თანხის ოდენობა
|
600 ლარი
|
||||||||
წარმოდგენილი
პროექტის გასაჯაროების შესახებ ინფორმაცია
|
თანახმა ვართ პროექტის შინაარსი გასაჯაროვდეს პორტალზე skola.edu.ge;
თანახმა ვართ პროექტი გამოყენებული იყოს სხვა სკოლების მიერ.
|
||||||||
სამიზნე ჯგუფი
|
VII-VIII კლასის მოსწავლეები
|
||||||||
კურსის ხანგრძლივობა
|
20 საათი
|
||||||||
გაკვეთილის
ხანგრძლივობა
|
60 წუთი
|
||||||||
განხორციელების
სავარაუდო ვადები
|
I ეტაპი 11 საათი
(მარტი-ივნისი)
II ეტაპი 9 საათი (სექტემბერ-ნოემბერი)
|
||||||||
პროექტში ჩართული
მოსწავლეთა რაოდენობა
|
19 გოგონა
21 ბიჭი
|
||||||||
მიზანი
|
კურსის მიზანია მოსწავლეებმა შეისწავლონ უცხო
ქვეყნების კულტურა, გაეცნონ მათ გარშემო არსებულ სხვადასხვა ეთნიკურ და სოციალურ
ჯგუფებს.
|
||||||||
შედეგები
|
მოსწავლეები
გაეცნენ მათი ქვეყნისა და უცხო ქვეყნების კულტურულ მრავალფეროვნებას;
მოსწავლეები
გახდნენ მეტად შემწყნარებლურები განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების მიმართ;
|
||||||||
მეთოდოლოგია
|
ინტერაქტიური, ინტეგრირებული, პრაქტიკული,
ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური.
თამაშით სწავლება, კეთებითი სწავლება,
თანამშრომლობით სწავლება.
(დისკუსია, ოპონირება, კითხვა-პასუხი, და ა.შ.)
|
||||||||
კურსის
მოკლე
აღწერილობა
|
კურსის ფარგლებში მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა
აიმაღლოს ცოდნა სხვადასხვა ქვეყნების, რასობრივი თუ ეთნიკური ჯგუფების შესახებ,
აღმოაჩინოს მის გარშემო არსებული განსხვავებული კულტურა, დაგეგმოს და მიიღოს მონაწილეობა ლაშქრობებში.
|
||||||||
თითოეულ გაკვეთილზე
დაგეგმილი
აქტივობების
მოკლე აღწერა
|
1.
შესავალი
/პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ მოსწავლეთა ინფორმირება
-მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს,განსახილველ თემებს, გავითვალისწინებ
მათ სურვილებსა და ინტერესებს და მივცემ შემდეგი შეხვედრისთვის დავალებას.
2. პრეზენტაცია - საქართველო - ჩემი
ქვეყნის მეგზური ვარ
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა
საქართველოს შესახებ,ჩემ მიერ მიწოდებული მასალიდან და მათ მიერ მოძიებული ინტერნეტ
რესურსებიდან,ურიგდებათ ფლიფჩარტები, მარკერები, მუშაობენ ჯგუფებად-გამოუმუშავდებათ
კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი.
წარმოადგენენ პრეზენტაციას.
3. „ჩემი თვალით დანახული საქართველო“
მოსწავლეებს ურიგდებათ ფლიფჩარტები,
სხვადასხვა ფერის მარკერები, ფერადი ფანქრები, წარმოადგენენ საქართველოს ნახატის
სახით. ვის როგორ წარმოუდგენია საქართველო.
4. შეადგინე საქართველოს ტურისტული მოგზაურობის
რუკა
მოსწავლეები ჯგუფებში ადგენენ ტურისტული მოგზაურობის რუკას მხარეების
მიხედვით. კონტურულ რუკებზე აღნიშნავენ მხარის ძირითად ღირსშესანიშნაობებს.
5. ვიქტორინა - როგორ ვიცნობ საქართველოს
კონკურსში მონაწილეობს სამი გუნდი, თითოეულში ხუთ-ხუთი მოსწავლე. გუნდებს
ეძლევათ ათ კითხვიანი ტესტი და დრო ერთი წუთი. ნამუშევრებს გადავცემთ ჟიურის და ვკითხულობ
სწორ პასუხებს.ჟიურის მიერ დასმულ ქულებს ვწერ დაფაზე შესაბამისი გუნდების გასწვრივ.
ასეთი პროცესი მეორდება კიდევ ორჯერ. შემდეგ გუნდებს ვაძლევ უფრო სააზროვნო ხუთ-ხუთ
კითხვას და დროს წუთნახევარს, ქულებს ვწერ დაფაზე.შემდეგ ვმართავთ გუნდის კაპიტნების
კონკურსს, პარალელურად მუსიკის ფონზე დანარჩენი მოსწავლეები კითხულობენ ლექსებს საქართველოზე.კაპიტნების
ქულები ემატება თავისი გუნდის ქულას. ყველაზე მაღალქულიანი გუნდი იქნება გამარჯვებული.
6. პრეზენტაცია - ამიერკავკასიის ქვეყნები
მოსწავლეებს ვაწვდი ინფორმაციას ამიერკავკასიის
ქვეყნების შესახებ. ვურიგებ ამობეჭდილ მასალას, ფლიფჩარტებს, მარკერებს, მოსწავლეები
ეცნობიან ქვეყნებს: სომხეთსა და აზერბაიჯანს.
ჯგუფები ირჩევენ სასურველ ქვეყანას, ახდენენ პრეზენტაციას. მოსწავლეებს ვაძლევ
შემდეგი შეხვედრისათვის დავალებას.
7.
პრეზენტაცია
- აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, ვიყენებ
გონებრივი იერიშის მეთოდს, ვახდენ საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრას.ჯგუფები
ირჩევენ სასურველ ქვეყნებს (რუსეთი, უკრაინა) მოსწავლეები ფლიფჩარტებზე გამოსახავენ
ამ ქვეყნების ძირითად მახასიათებლებს. ახდენენ პრეზენტაციას.
8. ვიქტორინა - რა იცი საქართველოს მეზობელი
ქვეყნების შესახებ
9. პრეზენტაცია-მოგზაურობა აჭარაში
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში,
ახალ მასალაზე დაყრდნობით ახასიათებენ შიდა და გარე აჭარას, მსჯელობენ აჭარის
კულტურასა და აჭარაში გავრცელებულ ტრადიციებზე, შემდეგ ჯგუფებში ადგენენ ტურისტულ
გზამკვლევს აჭარისათვის.
10. პრეზენტაცია - მოგზაურობა დასავლეთ
ევროპაში
მოსწავლეებს ვაწვდი მასალას ამობეჭდილი სახით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე,
მასალის გაცნობის შემდეგ ახდენენ აზრების გაზიარებას, ურთიერთსწავლებას.შემდეგ ჯგუფები
წარმოადგენენ ქვეყნების (გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ნიდერლანდები) პრეზენტაციას.
ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას მოსახლეობაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ღირსშესანიშნაობებზე.მოსწავლეებს
ეძლევათ შემდგომი შეხვედრისათვის დავალება.
11. საექსკურსიო ტური-ისტორიული აჭარა
მოსწავლეები მოინახულებენ სხალთის სამონასტრო კომპლექსს, წინასწარ გაეცნობიან
მასალას სხალთის სამონასტრო კომპლექსის შესახებ.
12. პრეზენტაცია-მოგზაურობა ცენტრალურ
ევროპაში
მოსწავლეები მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით მსჯელობენ ცენტრალური ევროპის
ქვეყნების შესახებ,მუშაობენ წყვილებში, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უზიარებენ აზრებს,შემდეგ
ჯგუფები ახდენენ შერჩეული ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, შვეიცარია) პრეზენტაციას.
ეკრანზე ვახდენთ თითოეული ქვეყნის ძირითადი ღირსშესანიშნაობების გაშუქებას. მოსწავლეებს
ეძლევათ დავალება შემდგომი შეხვედრისათვის.
13. პრეზენტაცია- მოგზაურობა აზიაში
მოსწავლეებს წინასწარ აქვთ დამუშავებული მასალა-აზიის ქვეყნები (იაპონია,
ჩინეთი, ინდოეთი). ახდენენ მასალის შეჯერებას, განვრცობას, აზრთა გაზიარებას, ურთიერთსწავლებას
და სასურველი ქვეყნის პრეზენტაციას.ეკრანზე ვაშუქებთ თითოეული ქვეყნის ძირითად ღირსშესანიშნაობებს.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შემდეგი შეხვედრისათვის.
14. პრეზენტაცია - მოგზაურობა ჩრდილოეთ
ამერიკაში
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების შესახებ.
ვახდენ ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხის მეთოდით. პასუხობს ის მოსწავლე,რომლის
სახელიც ეწერება შემთხვევით აღებულ ჩხირზე. შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული
დრო მასალის შეჯერებისთვის, ჯგუფები ფლიფჩარტებზე გამოსახავენ შერჩეული ქვეყნის ძირითად მახასიათებლებს. მოსწავლეებს
ვაძლევ შემდეგი შეხვედრის დავალებას.
15. ლაშქრობა გვარას ციხეზე
მოსწავლეებს აქვთ წინასწარი
ინფორმაცია ციხის ისტორიის შესახებ.(ინფორმაცია მოიძიეს ინტერნეტრესურსებიდან)
16. პრეზენტაცია - მოგზაურობა სამხრეთ
ამერიკაში
ვახდენ საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრას, ვიყენებ გონებრივი
იერიშის მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას. შემდეგ ჯგუფებს მივუთითებ
ქვეყნებს (ბრაზილია, არგენტინა, ჩილე), რომლის პრეზენტაციაც უნდა წარმოადგინონ. ჯგუფებში
ხდება მასალის განვრცობა, შეჯერება, ჩანაწერების გაკეთება და ჯგუფებიდან თითო მსურველი (პრეზენტატორი) წარმოადგენს ჯგუფის
ნამუშევარს.
17. პრეზენტაცია-მოგზაურობა სამხრეთ ევროპაში
ვატარებ მინი ლექციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემდეგ მოსწავლეებს
ვაწვდი მასალას სამხრეთ ევროპის ქვეყნების (ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი) შესახებ,
მასალის გაცნობის შემდეგ ვურიგებ ფლიფჩარტებს, მარკერებს და ჯგუფები გამოსახავენ
მითითებულ ქვეყნებს სასურველი ფორმით. პრეზენტატორები წარმოადგენენ ჯგუფის ნამუშევარს.
18. შეჯიბრი-ვინ სწრაფად,ვინ უკეთ-დაუსწრებელი
მოგზაურობა მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე დედამიწის გარშემო
მონაწილეობს ორი ჯგუფის თითო
წარმომადგენელი. ეძლევათ დავალება:1. იმოგზაურონ ზღვით ბათუმიდან დასავლეთის მიმართულებით,
2.იმოგზაურონ ზღვით ბათუმიდან ინდოეთის ოკეანის მიმართულებით, 3.იმოგზაურონ შავი
ზღვის სანაპიროს გასწვრივ. დაფაზე თითოეულმა მონაწილემ ჩამოწეროს მიმდევრობით ზღვები,
სრუტეები, ნავსადგურები.
19. ინტელექტუალური თამაში-იღბლიანი ბორბალი
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ამოიცნონ სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებისათვის დამახასიათებელი კულტურიდან.( მაგ;იტალიელების ტრადიციული კერძი,
ბრაზილიელების გასართობი სანახაობა; და ა.შ).იყენებენ მაგნიტურ დაფას და მაგნიტურ
ანბანს.მოსწავლეები იყოფა სამ ჯგუფად, თამაშში მონაწილეობს ჯგუფებიდან სამ-სამი წარმომადგენელი.მე-2
ეტაპზე მონაწილეობას იღებს თითოეული ჯგუფიდან
თითო გამარჯვებული, მე-3 ეტაპზე კი გაიმართება სუპერ თამაში ერთი გამარჯვებულისთვის.
20. ვიქტორინა - ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს
მონაწილეებს ვაძლევ კითხვებს მსოფლიოს შესახებ, ყოველი არასწორი პასუხის
შემთხვევაში მონაწილე დგამს ერთ ნაბიჯს წინ. სამი არასწორი პასუხისას კი ეთიშება
თამაშს.ბოლომდე ვინც შემორჩება თამაშს იქნება გამარჯვებული.
|
||||||||
რესურსები
|
მაგნიტური დაფა, საშლელი, მარკერები, ფლიფჩარტის ქაღალდი, კომპიუტერი,
პროექტორი, მსოფლიოს პოლიტიკური რუკა, ფლიფჩარტის დაფა,გეოგრაფიული ენციკლოპედია,
A4 ქაღალდი
|
||||||||
ლიტერატურა
|
სკოლაში არსებული რესურსები
ინტერნეტრესურსები
ჩემი საქართველო-ის,რაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა
ნახო
|
||||||||
საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროსგან მოთხოვნილი რესურსი:
გეოგრაფიული ენციკლოპედია
|
|||||||||
აღჭურვილობა
|
სკოლაში არსებული რესურსი:
ქსელში
ჩართული კომპიუტერი, პროექტორი
მაგნიტური დაფა, საშლელი, მარკერები
|
პროექტის განსახორციელებლად საჭირო სამინისტროსგან მოთხოვნილი რესურსების ჩამონათვალი
|
|||
#
|
რესურსი
|
სპეციფიკაცია
|
რაოდენობა
|
1
|
მაგნიტური ანბანი
|
ინტელექტუალური თამაშის „იღბლიანი ბორბლის“ ჩასატარებლად
|
3
(სამი)
|
2
|
სატრანსპორტო ხარჯები
|
საექსკურსიო ტურის მოსაწყობად
|
1
(ერთი)
|
3
|
გეოგრაფიული ენციკლოპედია
|
მასალის გასაცნობად
|
3(სამი)
|
ბიუჯეტი
ხ ხარჯვის
სახეობა
|
ერთეულის
დასახელება
|
ერთეულის
რაოდენობა
|
ერთეულის
ფასი
|
სულ
|
1.
პედაგოგის
შრომის ანაზღაურება
|
საათი
|
20
|
10
|
200
|
2.ადმინისტრაცია/დირექციის
შრომის ანაზღაურება
|
საათი
|
20
|
10
|
200
|
სატრანსპორტო
ხარჯები
|
200
|
თავისუფალი გაკვეთილები
მოგზაურთა კლუბი
მასწავლებელი: ლეილა
დევაძე
კლასი 7, 8
ინტელექტუალურ შემეცნებითი
სკოლა: სსიპ ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის საჯარო სკოლა
პროექტიდან „თავისუფალი გაკვეთილები“ ავირჩიეთ მიმართულება
ინტელექტუალურ-შემეცნებითი/მოგზაურთა კლუბი. მიზნად დავისახეთ გავეცნოთ საკუთარი ქვეყნის კულტურას მხარეების მიხედვით, უცხო ქვეყნების
კულტურულ მრავალფეროვნებას,სხვადასხვა ეთნიკურ და სოციალურ ჯგუფებს, მოვახდინოთ ქვეყნების
შედარება სხვადასხვა კუთხით. მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიოთ სხვადასხვა
ქვეყანა სამოგზაუროდ. ვიმოგზაუროთ დაუსწრებლად მსოფლიოს გარშემო. დავგეგმოთ ინტელექტუალური
თამაშები ქვეყნების შესწავლის მიზნით,ვიქტორინა კონკურსები, საექსკურსიო ტური ზემო
აჭარაში. საბოლოოდ კურსი შევაჯამოთ ვიქტორინით
„იცნობ თუ არა მსოფლიოს“.
2017-19-05
აჭარისწყლის საჯარო სკოლის უფროსმა მასწავლებელმა ლეილა დევაძემ მოსწავლეებს
გააცნო თავისუფალი გაკვეთილების მიზნები და ამოცანები. განსახილველი თემები. გაითვალისწინა
მოსწავლეთა სურვილები და მათი ინტერესებიდან გამომდინარე მოახდინა გუნდების ფორმირება
და თემების შერჩევა. მისცა რჩევები, მიუთითა სათანადო ლიტერატურა და მოკლედ მიმოიხილა
საპრეზენტაციოდ წარმოსადგენი საკითხები.
2017-23-05
„საქართველო-ჩემი
ქვეყნის მეგზური ვარ“
შეხვედრის მიზანია საქართველოს გაცნობა.
მოსწავლეებს
აქვთ გარკვეული ცოდნა საქართველოს შესახებ.მოძიებული აქვთ მასალა ინტერნეტ-რესურსებიდან,
სხვადასხვა წყაროებიდან. ურიგდებათ ფლიფჩარტები, მარკერები.მუშაობენ ჯგუფებად, ახდენენ ფუნქციების განაწილებას, უმუშავდებათ კომუნიკაციისა
და თანამშრომლობის უნარი. ამზადებენ პრეზენტაციას
„საქართველო-ჩემი ქვეყნის მეგზური ვარ“. ყურადღებას
ამახვილებენ საქართველოს მდებარეობაზე, საზღვრებზე,
მოსახლეობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე.
2017-25-05
„ჩემი თვალით დანახული საქართველო“
შეხვედრის მიზანია თუ როგორ ხედავს
მოსწავლე საქართველოს.
მოსწავლეებს
ურიგდებათ თაბახის ფურცლები თითოეულს, ფლიფჩარტები,
სახატავი ფანქრები, მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად, ვინ როგორ ხედავს საქართველოს,
რა წარმოუდგებათ საქართველოს ხსენებისას, შემდეგ აჯერებენ აზრებს და ასრულებენ საერთო ნახატს, წარმოადგენენ საქართველოს ნახატის
სახით.მოვაწყობთ ნახატების გამოფენას.
2017-30-05
საქართველოს
ტურისტული მოგზაურობის რუკა
შეხვედრის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს
საქართველოს ტურისტული მოგზაურობის რუკის შედგენა.
როგორ გავაცნოთ
საქართველო უცხოელ სტუმარს.მოსწავლეები ჯგუფებში ადგენენ საქართველოს ტურისტული მოგზაურობის
რუკას მხარეების მიხედვით. ურიგდებათ სხვადასხვა მხარის კონტურული რუკები, რომლებზეც
აღნიშნავენ მხარის ძირითად ღირსშესანიშნაობებს, შემდეგ ახდენენ პრეზენტაციას, აკეთებენ
თითოეული ღირსშესანიშნაობის მოკლე დახასიათებას.
2017-06-06
პრეზენტაცია
- ამიერკავკასიის ქვეყნები
შეხვედრის მიზანია: მოსწავლე გაეცნოს ამიერკავკასიის
ქვეყნებს
მასწავლებელი ახდენს თემის მოკლე მიმოხილვას. მოსწავლეებს ურიგებს მასალას
„ამიერკავკასიის ქვეყნები“, ფლიფჩარტებს, მარკერებს. მოსწავლეები ეცნობიან
ქვეყნებს სომხეთსა და აზერბაიჯანს. ჯგუფები ირჩევენ სასურველ ქვეყანას, ახდენენ
ურთიერთსწავლებას. ფლიფჩარტებზე გამოსახავენ წარსადგენი ქვეყნის ძირითად მახასიათებლებს.
ჯგუფის მიერ შერჩეული ლიდერი აკეთებს პრეზენტაციას. ახდენენ კითხვების დასმას, თემის
განვრცობას. მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს შემდეგი შეხვედრისათვის
დავალებას.
2017-10-06
მოგზაურობა აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში
შეხვედრის მიზანია:
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაცნობა.
მოსწავლეებს
აქვთ გარკვეული ცოდნა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, მასწავლებელი იყენებს
გონებრივი იერიშის მეთოდს, ახდენს საკითხის
შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრას.ჯგუფები ირჩევენ სასურველ ქვეყანას (რუსეთი, უკრაინა)
მოსწავლეები ფლიფჩარტებზე გამოსახავენ ამ ქვეყნების ძირითად მახასიათებლებს. ახდენენ
პრეზენტაციას.
2017-13-06
მოგზაურობა დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში
მიზანი: მოსწავლე გაეცნოს
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მასალას ამობეჭდილი სახით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე,
მასალის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები ახდენენ
აზრების გაზიარებას, ურთიერთსწავლებას.შემდეგ ჯგუფები წარმოადგენენ ქვეყნების (გაერთიანებული
სამეფო, საფრანგეთი, ნიდერლანდები) პრეზენტაციას. ძირითადად ამახვილებენ ყურადღებას
მოსახლეობაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ღირსშესანიშნაობებზე.მოსწავლეებს ეძლევათ
შემდგომი შეხვედრისათვის დავალება.
2017-16-06
საექსკურსიო ტური-ისტორიული აჭარა
მიზანი: მოსწავლემ უკეთესად
შეისწავლოს მშობლიური კუთხე.
მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად
დაგეგმა საექსკურსიო ტური „ისტორიული აჭარა“. გადაწყვიტეს მოინახულონ სხალთის სამონასტრო კომპლექსი, ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი,
თამარ მეფის ხიდი, მახუნცეთის ჩანჩქერი.გაეცნონ ზემო აჭარას. მოსწავლეები წინასწარ
მოიძიებენ და შეისწავლიან მასალას აღნიშნული ობიექტების შესახებ.
შექმნიან შთაბეჭდილებათა დღიურს.
2017-19-09
მოგზაურობა აჭარაში
მიზანი: აჭარის კულტურული მრავალფეროვნების შესწავლა.
მოგზაურთა
კლუბი აგრძელებს მუშაობას თემით „მოგზაურობა აჭარაში“. მოსწავლეებს აქვთ გარკვეული
ცოდნა აჭარის შესახებ. იცნობენ, როგორც მთიან,
ასევე ზღვისპირა აჭარას. მსჯელობენ აჭარის კულტურასა და აჭარაში გავრცელებულ
ტრადიციებზე და ჯგუფებში მუშაობენ აჭარის ტურისტული გზამკვლევის შედგენაზე.
2017-26-09
ვიქტორინა-კონკურსის „როგორ ვიცნობ საქართველოს“
ჩატარებამდე მასწავლებელი წინასწარ ხვდება მოსწავლეებს და აძლევს დავალებას: შექმნან
ოთხი გუნდი, აირჩიონ გუნდის კაპიტნები და მოიფიქრონ თავიანთი გუნდის სახელწოდება. შემდეგ
ეტაპზე იმართება კონკურსი. კონკურსის დაწყებამდე
კი გუნდის კაპიტნები განმარტავენ თუ რატომ
შეარქვეს გუნდებს ესა თუ ის სახელი. თითოეულ გუნდს ურიგდება ათ კითხვიანი ტესტი და
ეძლევა განსაზღვრული დრო. ნამუშევრები გადაეცემა ჟიურის შესამოწმებლად. გუნდის ქულები
იწერება დაფაზე შესაბამისი გუნდის გასწვრივ. ასეთი დავალება მეორდება კიდევ ორჯერ,
შემდეგ იმართება კონკურსი კაპიტნებს შორის, კაპიტნების ქულები ემატება თავიანთი გუნდების ქულებს. შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი კითხულობს
გეოგრაფიულ გამოცანებს, რომელი გუნდიც დაასწრებს პასუხს, მას დაეწერება ქულა. საბოლოოდ
ყველაზე მაღალქულიანი გუნდი გამოვლინდება,როგორც გამარჯვებული.
2017-28-09
ვიქტორინა-მოგზაურობა
ცოდნის სამყაროში-საქართველოს მეზობელი ქვეყნები
მონაწილეთა სახელები წინასწარ ჩამოწერილია ფლიფჩარტზე და გაკრულია კედელზე.
მოსწავლეები მუშაობენ ინდივიდუალურად. ეკრანზე შუქდება თითოეული კითხვა, რომელსაც ახლავს
შესაბამისი მინიშნება, რათა ადვილი გამოსაცნობი იყოს მოსწავლისათვის. ყოველი ხუთი კითხვის
შემდეგ გროვდება მოსწავლეთა პასუხები და ხდება
თითოეული მონაწილის გასწვრივ ქულების აღნიშვნა.
საბოლოო შეჯამების შემდეგ გამოვლინდება ყველაზე მაღალქულიანი გამარჯვებული მოსწავლე.
2017-05-10
მოგზაურობა
ცენტრალურ ევროპაში
მიზანი: მოსწავლე გაეცნოს ცენტრალური ევროპის ქვეყნებს.
მოსწავლეები მიწოდებულ მასალაზე დაყრდნობით მსჯელობენ ცენტრალური ევროპის
ქვეყნების შესახებ,მუშაობენ წყვილებში, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, უზიარებენ აზრებს,შემდეგ
ჯგუფები ახდენენ შერჩეული ქვეყნის (გერმანია, პოლონეთი, შვეიცარია) პრეზენტაციას. ეკრანზე
ვახდენთ თითოეული ქვეყნის ძირითადი ღირსშესანიშნაობების გაშუქებას. მოსწავლეებს ეძლევათ
დავალება შემდგომი შეხვედრისათვის.
2017-12-10
მოგზაურობა სამხრეთ
ევროპაში
მიზანი: სამხრეთ ევროპის ქვეყნების შესწავლა.
მოსწავლეებს აქვთ გარკვეული ცოდნა სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე. მასწავლებელი
აწვდის დამატებით ინფორმაციას ამ ქვეყნების შესახებ და ურიგებს ახალ მასალას. მოსწავლეები
ეცნობიან ესპანეთის, საბერძნეთის, იტალიის მოსახლეობას, კულტურას, ღირსშესანიშნაობებს და ახდენენ სასურველი
ქვეყნის პრეზენტაციას.
მოგზაურობა აზიაში
მიზანი: აზიის ქვეყნების შესწავლა.
მოსწავლეებს წინასწარ აქვთ დამუშავებული მასალა-აზიის ქვეყნები (იაპონია,
ჩინეთი, ინდოეთი). ახდენენ მასალის შეჯერებას, განვრცობას, აზრთა გაზიარებას, ურთიერთსწავლებას
და სასურველი ქვეყნის პრეზენტაციას.ეკრანზე ვაშუქებთ თითოეული ქვეყნის ძირითად ღირსშესანიშნაობებს.
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება შემდეგი შეხვედრისათვის.
2017-26-10
მოგზაურობა ჩრდილოეთ
ამერიკაში
მოსწავლეები მზად არიან ჩრდილოეთ ამერიკაში სამოგზაუროდ. დამუშავებული
და შესწავლილი აქვთ ქვეყნები: აშშ, კანადა, მექსიკა. იცნობენ ამ ქვეყნების კულტურულ
მახასიათებლებს, ცხოვრების წესს, მოგზაურობენ სხვადასხვა ქალაქში და უჩნდებათ სურვილი
ცხადად ეწვიონ ამ ქვეყნებს.
2017-02-11
მოგზაურობა სმხრეთ
ამერიკაში
მიზანი: მოსწავლე გაეცნოს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს.
მასწავლებელი ახდენს საკითხის შემოქმედებითი კუთხით განსაზღვრას, იყენებს
გონებრივი იერიშის მეთოდს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა გააქტიურებას. შემდეგ ჯგუფებს
მიუთითებს ქვეყნებს (ბრაზილია, არგენტინა, ჩილე), რომლის პრეზენტაციაც უნდა წარმოადგინონ.
ჯგუფებში ხდება მასალის განვრცობა, შეჯერება, ჩანაწერების გაკეთება და ჯგუფებიდან თითო მსურველი (პრეზენტატორი) წარმოადგენს ჯგუფის
ნამუშევარს.
2017-9-11
შეჯიბრი-ვინ სწრაფად,ვინ
უკეთ-დაუსწრებელი მოგზაურობა მსოფლიოს პოლიტიკურ
რუკაზე დედამიწის გარშემო
მონაწილეობს ორი ჯგუფის თითო წარმომადგენელი.
ეძლევათ დავალება:1. იმოგზაურონ ზღვით ბათუმიდან ატლანტის ოკეანის მიმართულებით,
2.იმოგზაურონ ზღვით ბათუმიდან ინდოეთის ოკეანის მიმართულებით, 3.იმოგზაურონ შავი ზღვის
სანაპიროს გასწვრივ. დაფაზე თითოეულმა მონაწილემ უნდა ჩამოწეროს მიმდევრობით ზღვები,
სრუტეები, ნავსადგურები.
2017-16-11
ინტელექტუალური
თამაში-იღბლიანი ბორბალი
მოსწავლეებს ეძლევათ დავალება ამოიცნონ სიტყვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისათვის
დამახასიათებელი კულტურიდან. იყენებენ მაგნიტურ დაფას და მაგნიტურ ანბანს.მოსწავლეები
იყოფა სამ ჯგუფად, თამაშში მონაწილეობს ჯგუფებიდან სამ-სამი წარმომადგენელი.მე-2 ეტაპზე
მონაწილეობას იღებს თითოეული ჯგუფიდან თითო
გამარჯვებული, მე-3 ეტაპზე კი გაიმართება სუპერ თამაში ერთი გამარჯვებულისთვის. მასწავლებლის
მიერ შექმნილმა რესურსმა „ბორბალმა“ თამაში გახადა უფრო სახალისო.
2017- 30-11
ვიქტორინა-„ვინ
უკეთ იცნობს მსოფლიოს“
პროექტი სრულდება შემაჯამებელი
ვიქტორინით-„ვინ უკეთ იცნობს მსოფლიოს“ ვიქტორინაში
მონაწილე მოსწავლეები დგებიან სწორ ხაზზე, მასწავლებელი უსვამს თითოეულს სხვადასხვა შეკითხვას განვლილი
მასალიდან. ყოველი არასწორი პასუხის შემთხვევაში მონაწილე გადმოდის ერთი ნაბიჯით წინ.
სამი არასწორი პასუხის დროს კი ეთიშება თამაშს. მონაწილე, რომელიც ბოლომდე შემორჩება
თამაშს, გამოვლინდება, როგორც გამარჯვებული.
2017- 4-12
ლაშქრობა გვარას
ციხეზე
ლაშქრობის მიზანია: მოსწავლეები
გაეცნოს ციხის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას, მის დანიშნულებას, რა როლს ასრულებდა
VI-VII საუკუნეებში
აგებული ციხე ქართველი ხალხის ცხოვრებაში.
დანართი
2
რესურსი „იღბლიანი ბორბალი“
მიზანი: ვიზუალური
რესურსი „იღბლიანი ბორბალი“ ხელს შეუწყობს
მოსწავლეებში განწყობის
ამაღლებას, მათ გააქტიურებას, ჩართვას სამუშაო
პროცესში.
რეფლექსია
რესურსი შეიქმნა VII-VIII კლასებში
ინტელექტუალური თამაშის „იღბლიანი
ბორბლის“ ჩატარების მიზნით. რესურსად გამოვიყენე
დარცის სამიზნე დისკო,
რომელსაც აქვს ციფერბლატი
და რომელზეც მოსწავლეთა დახმარებით დავამაგრე
მოძრავი ისარი. ისარი
ტრიალებს ხელის მიკვრის საშუალებით. თუ ისარი გაჩერდება
შავ ზოლზე, მაშინ
მონაწილე თამაშს უთმობს მეორე მონაწილეს. ხოლო თუ ისარი
გაჩერდება თეთრ ზოლზე
მონაწილე აგრძელებს თამაშს და ასახელებს თამაშის
დაწყებამდე მინიშნებულ
სიტყვას ან ასოს. თეთრ ზოლზე მაქსიმალური რიცხვი
პრიზის მიღების საფუძველია.
წარმოდგენილი რესურსი აგრეთვე გამოვიყენე
გაკვეთილზე, ამავე კლასებში,
წინარე ცოდნის გააქტიურების
მიზნით. ზოლებთან დავამაგრე კითხვები წებოვანი
ქაღალდის დახმარებით. რესურსი პასუხობს ესგ-ის გეოგრაფიის
საგნობრივი
პროგრამის მოთხოვნებს.
მითითებული რესურსის გამოყენებით მიღებული
შედეგი მოსწავლეებისთვის
არის საფუძველი მომავალი
წარმატებებისა.
რესურსი შეიძლება გამოყენებული იქნას
სხვა მასწავლებლების მიერ,
განსაკუთრებით დაწყებით
კლასებში, რადგან, აღნიშნულ რესურსს შეაქვს
მოსწავლეებში ხალისი,
ზრდის მოტივაციას და ვაღწევთ პოზიტიურ შედეგს.
თვალსაჩინოების ამსახველი ფოტომასალა